პროექტის წერისა და კონსულტაციის ბანაკი ოქტომბერშიც ჩატარდება
„ჰორიზონტი ევროპა“ ევროკომისიის მხარდაჭერით გიწვევთ მკვლევრებსა და ინოვატორებს მონაწილეობა მიიღოთ კოლაბორაციული კვლევითი პროექტების წერისა და ინდივიდუალური საექსპერტო კონსულტაციების სამდღიან ბანაკში, რომელიც გაიმართება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით და ხელს შეუწყობს საქართველოს წარმომადგენლების მიერ მაღალი ხარისხის საპროექტო წინადადებების მომზადებასა და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ქსელებში მათ ინტეგრაციას.
ღონისძიებების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ეროვნული საკონტაქტო პირების (NCP) ნახევარდღიანი ტრენინგი, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტულ აქტივობებზე პრაქტიკული რჩევების მიწოდებას ევროპის ჩარჩო პროგრამის ხელშეწყობისთვის და დაეხმარება ეროვნულ საკონტაქტო პირებს, განავითარონ და დაგეგმონ სერვისები კარგად გააზრებული სტრატეგიული მიდგომის გამოყენებით, რათა “ჰორიზონტი ევროპა” გახდეს მეტად ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისათვის.
თუ გსურთ ისწავლოთ ან გააუმჯობესოთ პროექტების წერის უნარები და შექმნათ “ჰორიზოტნი ევროპას” სტანდარტების შესაბამისი წინადადებები, გირჩევთ გამოიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა.
ლოკაცია: თბილისი
დრო: 16-18 ოქტომბერი, 2023 წ.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა:
https://proposalwritingcampgeorgia.service-facility.eu/