7-8 დეკემბერს, ვილნიუსში (ლიეტუვა) 2-დღიანი ღონისძიება გაიმართება
ღონისძიება მოიცავს შემდეგ აქტივობებს: ტრენინგი - "გაზარდე შენი შანსი მიიღო ჰორიზონტი ევროპის დაფინანსება" (7 დეკემბერი); კონფერენცია - რეგიონში კიბოს მისიის იმპლემენტაციის კარგი პრაქტიკის გაზიარება (7 დეკემბერი); საბროკერო ღონისძიება - როგორ დავძლიოთ კლასტერი 1-ის და კიბოს მისიის ხშირი გამოწვევები ბალტიის რეგიონში.
მონაწილეებისთვის შესაძლებელი იქნება: გაეცნონ ჰორიზონტი ევროპის დაფინანსების საშუალებებს უშუალოდ ევროკომისიის (EC) და ევროპის აღმასრულებელი სააგენტოს (HADEA) ექსპერტებისგან შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს; უკეთ გაერკვიონ Hop on შესაძლებლობებში; წარსდგნენ პრეზენტაციით საბროკერო ღონისძიებაზე, სადაც პოტენციურ პარტნიორებს გააცნობენ საკუთარ საპროექტო იდეებს.
სამივე ღონისძიება განკუთვნილია ჰორიზონტი ევროპის ჯანმრთელობის კლასტერის და კიბოს მისიის თემებით დაინტერესებული ყველა პირისთვის.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1-ლი დეკემბერი. სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად, ისარგებლეთ ბმულით: