02ოქტომბერი
,,ჰორიზონტი ევროპა'' ახალციხეში რეგიონულ ფესტივალზე „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“
1-ელ ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალციხის ციხეზე უმასპინძლა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ რეგიონულ ფესტივალს „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“.
ფესტივალის მიზანი სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებში მეცნიერების პოპულარიზაცია იყო. ფესტივალზე სტუმრები, მათ შორის, „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები სხვადასხვა საინტერესო აქტივობით წარდგნენ.