,,ჰორიზონტი ევროპა'' ბათუმში სამეცნიერო ფესტივალზე ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის''
18 ოქტომბერს ,,ჰორიზონტი ევროპა" შეუერთდა ბათუმში ჩატარებულ სამეცნიერო ფესტივალს ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”. ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოტენციალის წარმოჩენა, საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში მეცნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ფესტივალზე სტუმრები, მათ შორის, „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, ორგანიზაციები, კერძო და საჯარო სკოლები, მუზეუმები სხვადასხვა საინტერესო აქტივობით წარდგნენ.