,,ჰორიზონტი ევროპის'' საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
23 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ,,ჰორიზონტი ევროპის'' ეროვნულმა ოფისმა დოქტორანტებთან, პოსტდოქტორანტებთან და ახალგაზრდა მეცნიერებთან საინფორმაციო შეხვედრა (ჰიბრიდულ რეჟიმში) ჩაატარა.
შეხვედრა გახსნეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან ქოქრაშვილმა და ,,ჰორიზონტი ევროპა’’ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა.
საინფორმაციო შეხვედრის განმავლობაში, ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა - ეკატერინე სანაიამ, თეონა მაისურაძემ, ნინო როდონაიამ და ‘’COST’’-ის ეროვნულმა კორესპონდენტმა საქართველოში - ნათია გაბიტაშვილმა, დაინტერესებულ პირებს გააცნეს ის შესაძლებლობები, რომელთაც ევროპის კვლევების საბჭო (ERC), მარია-სკლადოვსკა კიურის აქტივობები (MSCA), ერა ფელოუშიფები (ERA Fellowships) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია (COST) ახალგაზრდა მეცნიერებს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ,,ჰორიზონტი ევროპის’’ ეროვნული ოფისი მსგავს საინფორმაციო შეხვედრებს თბილისის სხვა უნივერსიტეტებშიც გეგმავს.