30January

ELINDER “Summer School on Nuclear Decommissioning and Waste Management”

ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრი (JRC) 2025 წლის 23-27 ივნისს იტალიის ქალაქ ისპრაში მასპინძლობს 5-დღიან საზაფხულო სკოლას ბირთვული დეკომისიისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის შესახებ (DSS). ეს უნიკალური, პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო კურსი ასევე მოიცავს ისპრაში არსებული ბირთვული ობიექტების დათვალიერებას და საილუსტრაციო მაგალითების შესწავლას.

DSS-ის 2025 წლის კურსი ტარდება ბირთვული დეკომისიისა და გარემოს რემედიაციის ევროპული სასწავლო ინიციატივების (ELINDER) ფარგლებში (ELINDER: The European nuclear decommissioning training programme - European Commission).

კურსი გათვლილია იმ სტუდენტებზე, რომლებმაც უკვე დაასრულეს სწავლების პირველი ეტაპი ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში და სურთ, თავიანთი საგანმანათლებლო პროგრამა გაამდიდრონ არდადეგების პერიოდში.

მოთხოვნები და პრიორიტეტები:

უპირატესობა მიენიჭებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც ირიცხებიან სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე და არ ეწევიან ანაზღაურებად პროფესიიულ საქმიანობას.

ძირითადი დეტალები:

  • მიღებული სტუდენტებისთვის მონაწილეობა უფასოა;
  • JRC-ი უზრუნველყოფს სასწავლო კურსის დაფინანსებას და განთავსებას;
  • მგზავრობის ხარჯები, შესაძლოა, ნაწილობრივ ანაზღაურდეს ევროკავშირის ENEN2plus პროექტის ფარგლებში (https://enen.eu/index.php/portfolio/enen2plus-project/).

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://joint-research-centre.ec.europa.eu/eu-nuclear-decommissioning-knowledge-management/15th-edition-summer-school-nuclear-decommissioning-and-waste-management-2025-06-23_en

DSS კურსი შეზღუდულია 40 მონაწილემდე. განაცხადების მიღება შესაძლებელია 2025 წლის 28 თებერვლის 23:59 CEST-მდე.

ELINDER “Summer School on Nuclear Decommissioning and Waste Management”