04ნოემბერი

NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტი Sustainable Materials Conference & Expo-ის B2B საშუამავლო ღონისძიებაზე დასასწრებად

მიიღეთ NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტები ‘‘ჰორიზონტი ევროპას‘‘ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად, რომელსაც გთავაზობთჰორიზონტი ევროპასსაქართველოს ეროვნული ოფისი. სამოგზაურო გრანტის ოდენობაა 1000 ევრომდე (ლარის ეკვივალენტში).

13-14 ნოემბერი, B2B Matchmaking, კიოლნი, გერმანია

Sustainable Materials Conference & Expo არის ღონისძიება, რომელიც შეეხება მდგრად მასალებს, მწვანე და მდგრად ქიმიკატებს, წრიულ ეკონომიკას, ქარხნულ გადაწყვეტილებებს, ენერგიასა და რესურსებს, ემისიის შემცირებას. B2B matchmaking- ღონისძიების დროს ერთმანეთთან დაკავშირების ეფექტურ საშუალებას იძლევა. თითოეული შეხვედრა გრძელდება 20 წუთს, რაც ფოკუსირებულ დისკუსიებსა და გარანტირებულ შეხვედრებს უზრუნველყოფს.

ვინ შეიძლება დაესწროს?

ღონისძიებას შეიძლება დაესწრონ მასალების მწარმოებლები, მომხმარებლები, ბრენდების მფლობელები და მასალების მიწოდების მთელი ქსელი, რათა მათ მდგრადი პროდუქტების წარმოებისათვის ინოვაციები და გადაწყვეტის გზები აღმოაჩინონ.
 

სრული ინფორმაციის ხილვა და რეგისტრაცია შეგიძლიათ ბმულზე:

https://www.sustainablematerials-expo.com/b2b-matchmaking
 

სამოგზაურო დაფინანსებაზე განაცხადის გაკეთების წესების ნახვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ. გადადით საქართველოს გვერდზე:

https://www.ncpwideranet.eu/travel-grants/

NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტი Sustainable Materials Conference & Expo-ის B2B საშუამავლო ღონისძიებაზე დასასწრებად