27დეკემბერი
„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის წლის ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა
2024 წლის 27 დეკემბერს, „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნულმა ოფისმა, გამართა წლის ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა, რომელსაც, როგორც თბილისის, ისე რეგიონების საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ჰორიზონტი ევროპას'' საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა, ისაუბრა ოფისის მიზნებზე, მიმართულებებზე, 2024 წლის შედეგებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე, 2025 წლის გეგმებსა და პერსპექტივებზე.