"სასწავლო ვიზიტი იტალიის ეროვნული კვლევების საბჭოს (CNR) მასპინძლობით: მოწვევა მკვლევრებს, კვლევის მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს"
მკვლევრებს, კვლევის მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს გიწვევთ სასწავლო ვიზიტზე, რომლის მასპინძელი ორგანიზაციაა იტალიის ეროვნული კვლევების საბჭო (CNR).
NCP_WIDERA.NET-ი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელის პროექტი ევროპული კვლევითი არეალის მონაწილეობის გაფართოებისა და გაძლიერებისათვის - ,,ჰორიზონტი ევროპას'' WIDERA (პროექტი No. 101055286), ითვალისწინებს სამდღიან სასწავლო ვიზიტებს ესპანეთის, გერმანიის, იტალიისა და ფინეთის წამყვან, კვლევებზე დაფუძნებულ ორგანიზაციებში.
ასწავლო ვიზიტების მიზანია მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილების მქონე პერსპექტიულ მკვლევრებს გაფართოების ქვეყნებიდან, წამყვან კვლევით ორგანიზაციებში ვიზიტით, ბრწყინვალე პრაქტიკასა და ქსელებზე მიეცეთ წვდომა, რათა მათ მიიღონ ღირებული გამოცდილება, რომელსაც მშობლიურ ორგანიზაციაში დანერგავენ.
მასპინძელი ორგანიზაცია: იტალიის ეროვნული კვლევების საბჭო (CNR)
ადგილი: რენდე, იტალია
თარიღი: 17-20 მარტი 2025
მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენის დედლაინი: 24.01.2025, 18:00 საათი ადგილობრივი დროით.
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 19
სრული ინფორმაცია და განაცხადის გაკეთების წესები:
https://www.ncpwideranet.eu/study-visit-cnr-itm/
შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ეროვნულ საკონტაქტო პირს, ნინო როდონაიას: nrodonaia@mes.gov.ge
სასწავლო ვიზიტის კანდიდატების სასურველი გამოცდილებაა:
• მკვლევრების შემთხვევაში — მემბრანის მეცნიერებასა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კვლევრები;
• კვლევის მენეჯერებისა და ადმინისტრატორების შემთხვევაში — კვლევის მენეჯერები, პროექტის მენეჯერები, ფინანსური მხარდაჭერის პერსონალი, ადმინისტრატორები, ბიზნეს დეველოპერები, ინოვაციების მენეჯერები, აუდიტორები, ექსპერტები დაფინანსებულ პროექტებში.