08თებერვალი

,,ჰორიზონტი ევროპას" საქართველოს ეროვნული ოფისი საერთაშორისო კონფერენციაზე ,,ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები”

,,ჰორიზონტი ევროპას" ეროვნულმა ოფისმა, როგორც პარტნიორმა ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში ,,ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები”.

 

კონფერენციაზე ქართველ მომხსენებლებთან ერთად,  სიტყვით გამოვიდნენ ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორები.

 

გამომსვლელებმა ისაუბრეს საერთაშორისო განათლების მნიშვნელობაზე და ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ლიდერობისა და თვითგანვითარების შესახებ.

 

ღონისძიების მიზანი გახლდათ ახალგაზრდების მოტივაცია, რათა ისინი არა მხოლოდ  ქვეყნის  შიგნით იყვნენ კონკურენტუნარიანები, არამედ გლობალური სამყაროს მასშტაბით.

,,ჰორიზონტი ევროპას" საქართველოს ეროვნული ოფისი საერთაშორისო კონფერენციაზე ,,ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები”