20თებერვალი
ევროკომისიის ტრენინგი: ევროპული კვლევების საბჭო (ERC) სპეციალურად გაფართოების ქვეყნებისთვის
ევროკომისიის ტრენინგი: ევროპული კვლევების საბჭო (ERC) სპეციალურად გაფართოების ქვეყნებისთვის!
ფიქრობთ ERC Starting, Consolidator ან Advanced გრანტის მიღებაზე? ეძებთ მხარდაჭერასა და ხელმძღვანელობას? შემოგვიერთდით 6 და 12 მარტს!
ეს ვებინარები სპეციალურადაა შექმნილი მკვლევრებისთვისა და კვლევის მხარდაჭერის გუნდებისათვის იმ ქვეყნებიდან, რომელთაც ERC გრანტების მცირე რაოდენობა აქვთ.
თქვენ მიიღებთ ინფორმაციას საპროექტო განაცხადის დაწერის, შეფასების, ბიუჯეტირების, ეთიკის საკითხების შესახებ; ასევე, ERC-სა და ეროვნული საკონტაქტო პირების მიერ პოტენციური აპლიკანტების მხარდაჭერაზე.
რეგისტრაცია შეგიძლიათ საიტზე: https://erc.europa.eu/news-events/events/erc-info-sessions-widening-european-participation
