27თებერვალი

NEBA ალიანსის ღია კონკურსი კასკადური გრანტებისთვის

თემა: რეგიონალური ჰაბების გაფართოება და სასწავლო პროგრამების განვითარება.

 

აღწერა: კონკურსი მიზნად ისახავს NEBA ალიანსის რეგიონალური და თემატური დაფარვის გაფართოებას. დაფინანსება გაიცემა სამი ტიპის კასკადური გრანტის სახით: ახალი რეგიონალური ჰაბების შექმნა, არსებულ ჰაბებთან პარტნიორობა და სასწავლო კურსების/მასალების განვითარება.

 

გახსნის თარიღი: 2025 წლის 28 თებერვალი, 13:00 (ბრიუსელის დროით)

 

დედლაინი: 5 მაისი 2025, 17:00 (ბრიუსელის დროით)

 

დაფინანსება ერთ პროექტზე:

რეგიონალური ჰაბი – 15,000 €

არსებულ ჰაბთან პარტნიორობა – 10,000 €

სასწავლო კურსებისა და მასალების განვითარება – 2,000 €

 

პროექტის ხანგრძლივობა: განსაზღვრული არ არის

 

ვის შეუძლია განაცხადის შეტანა?

უნივერსიტეტებს;

კვლევით ინსტიტუტებს;

საგანმანათლებლო ცენტრებსა და აკადემიურ გაერთიანებებს.

მონაწილეობის კრიტერიუმები:

განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს სამიდან ერთ-ერთ დაფინანსებად კატეგორიას;

პროექტი უნდა მოიცავდეს ახალი ჰაბის შექმნას, არსებულთან პარტნიორობას ან სასწავლო მასალების/კურსების განვითარებას.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: https://neb.academy/.../neba-alliance-open-call-for...

 

განაცხადის შეტანა შეგიძლიათ შემდეგ პლატფორმაზე: https://9959.evalato.com/

კითხვებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ: nebap.hub@upr.si

NEBA ალიანსის ღია კონკურსი კასკადური გრანტებისთვის