რეგულარული ღია კონკურსი მცირე ინოვაციური პროექტებისთვის 2025 - სეგმენტი 1
თემა: EIT Culture & Creativity ბიზნეს გეგმა 2024-2025 წწ.
მოკლე აღწერა: კონკურსი მხარს უჭერს 6-თვიან პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიების განვითარებას TRL 7-დან TRL 9-მდე და ფოკუსირებულია სწრაფ კომერციალიზაციაზე ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორებიცაა მოდა, კულტურული მემკვიდრეობა, არქიტექტურა, გეიმინგი და აუდიო-ვიზუალური მედია. მოსალოდნელი შედეგია მზა პროდუქტი, სერვისი ან ბიზნეს მოდელი, რომელიც მზად იქნება ევროპულ ბაზარზე კომერციალიზაციისათვის.
გახსნის თარიღი: 2025 წლის 12 თებერვალი
საბოლოო ვადა: 2025 წლის 11 მარტი, 17:00 (ბრიუსელის დროით)
ხელმისაწვდომი დაფინანსება თითო პროექტზე: 59,500 €
ხანგრძლივობა: 6 თვე
ვის შეუძლია მონაწილეობა?
ცალკეულ მცირე და საშუალო საწარმოებს ან მიკრო საწარმოებს, რომლებიც დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ან Horizon Europe-სთან ასოცირებულ ქვეყნებში.
თანადაფინანსების მოთხოვნა: განაცხადმა, პროექტის მასშტაბით, უნდა აჩვენოს თანადაფინანსების მინიმალური მაჩვენებელი - 30%.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ EIT CC გვერდი: https://eit-culture-creativity.eu/short-innovation.../
