განგრძობადი პროფესიული განვითარების (CPD) კურსები 2025
თემა: EIT Culture & Creativity ბიზნეს გეგმა 2024-2025 წწ.
მოკლე აღწერა: კურსები შექმნილია კულტურულ და შემოქმედებით სექტორებსა და ინდუსტრიებში (CCSI) პროფესიონალების გასაუმჯობესებლად, კრიტიკული უნარების ხარვეზების გამოსასწორებლად და ინოვაციების გასაძლიერებლად EIT CC-ის ყველა პრიორიტეტულ სფეროში (მოდა, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, აუდიო-ვიზუალური მედია და გეიმინგი) ევროპის მწვანე, ციფრული და სოციალური ტრანზიციების მხარდასაჭერად.
გახსნის თარიღი: 2025 წლის 11 თებერვალი
საბოლოო ვადა: 2025 წლის 11 აპრილი 17:00 (ბრიუსელის დროით)
დაფინანსება: €2,250,000, EIT Culture & Creativity ფინანსური მხარდაჭერით განაწილებული შემდეგნაირად:
• 10 EIT-ეტიკეტირებული კურსი: €150,000-მდე კურსზე
• 10 არა EIT-ეტიკეტირებული კურსი: €75000-მდე კურსზე
პროექტების ხანგრძლივობა: 6 თვემდე
ვისთვის არის კურსი? უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (უმაღლესი სასწავლებლების), პროფესიული განათლებისა და სწავლების (VET) პროვაიდერებისთვის, ბიზნეს სექტორის სუბიექტებისთვის (სტარტაპები, მცირე და საშუალო ბიზნესი, მსხვილი კომპანიები) და ცოდნისა და ინოვაციების ინსტიტუტები.
თანადაფინანსების მოთხოვნა: განაცხადმა, პროექტის მასშტაბით, უნდა აჩვენოს თანადაფინანსების მინიმალური მაჩვენებელი - 30%.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ EIT CC გვერდი: https://eit-culture-creativity.eu/education-call-cpd.../
