28თებერვალი

EIT Deep Tech Talent Initiative Call for Training Proposals 2025

EIT Deep Tech Talent Initiative Call for Training Proposals 2025

თემა: HORIZON-EIT-2023-25-Cross-KIC-Strategic-Education - EIT Cross-KIC Strategic Education

მიმოხილვა: კონკურსი მიზნად ისახავს ღრმა ტექნოლოგიების (Deep Tech) სწავლების შინაარსისა და პროგრამების გაუმჯობესებას, გაფართოებას ან განახლებას 15 სხვადასხვა მიმართულებით. დაფინანსება გათვალისწინებულია ტრენინგ პროექტებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ინოვაციების და უნარების განვითარებას.

კონკურსის გახსნის თარიღი: 2025 წლის 25 თებერვალი

დედლაინი: 8 აპრილი 2025, 17:00 (ბრიუსელის დროით)

დაფინანსება ერთ პროექტზე: მაქსიმუმ 60,000 ევრო         

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე ( დასაწყისი - 30 ივნისი 2025, პროექტები უნდა დასრულდეს 2025 წლის ბოლოს)

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

საწარმოები;

უნივერსიტეტები;

კვლევითი ინსტიტუტები

მონაწილეობის კრიტერიუმები:

მინიმუმ 2 დამოუკიდებელი იურიდიული პირი სხვადასხვა ქვეყნიდან;

მინიმუმ ერთი პარტნიორი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან;

დაფინანსებისთვის განაცხადის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ Pledger-ად რეგისტრაციის შემთხვევაში;

განაცხადი უნდა მოიცავდეს Deep Tech პროგრამების გაუმჯობესებას, გაფართოებას ან განახლებას.

პროგრამის სფეროები: ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგია, კიბერ უსაფრთხოება, განახლებადი ენერგია და სხვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის შესატანად ეწვიეთ გვერდს: https://www.eitdeeptechtalent.eu/calls-and-opportunities/eit-deep-tech-talent-initiative-call-for-training-proposals-2025/

შეკითხვებისთვის მიმართეთ : info@eitdeeptechtalent.eu

 

EIT Deep Tech Talent Initiative Call for Training Proposals 2025