26მარტი

საქართველოს წარმომადგენლები Successful R & I in Europe 2025 - მე-12 ევროპულ ნეთვორქინგ ღონისძიებაზე

2025 წლის 6-7 მარტს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა Successful R & I in Europe 2025 - მე-12 ევროპული ნეთვორქინგ ღონისძიება, რომელზე დასასწრებად, სამოგზაურო გრანტი, NCP_WIDERA.NET პროექტის ფარგლებში, ,,ჰორიზონტი ევროპას'' ეროვნულმა ოფისმა გასცა.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ოთხი წარმომადგენელი გაემგზავრა.

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბელა გოდერძიშვილი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატალია ჭანტურია;
  • ალტე უნივერსიტეტის ლექტორი ანანია დევსურაშვილი;
  • საჩხერეს რეგიონული ჰოსპიტალიდან მირანდა ჯანხოთელი.

მონაწილეები დაესწრნენ თემატურ კონფერენციას; შეხვდნენ პოტენციური კონსორციუმის წევრებსა და უცხოელ კოლეგებს სამომავლო პროექტის იდეებზე სასაუბროდ.

საქართველოს წარმომადგენლები Successful R & I in Europe 2025 - მე-12 ევროპულ ნეთვორქინგ ღონისძიებაზე