15აპრილი

ონლაინ საბროკერო ღონისძიება „ჰორიზონტი ევროპას“ მისიების შესახებ

26-27 მაისს, პროექტის NCP4Missions ფარგლებში, გაიმართება ,,ჰორიზონტი ევროპას'' მისიების ონლაინ საბროკერო ღონისძიება, რომელიც 2025 წლის კონკურსებისათვის ძლიერი კონსორციუმის შექმნაში დაგეხმარებათ.

პლენარული სესია ჩატარდება 26 მაისს, 10:00 – 11:00 CEST;

ორმხრივი შეხვედრები ჩატარდება 26 მაისს, 11:00 – 19:00 CEST და 27 მაისს, 10:00 – 19:00 CEST;

თემატური მიმართულებები:

• კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია;

• კიბო;

• ევროპის ოკეანეებისა და წყლის რესურსების აღდგენა 2030 წლამდე;

• 100 კლიმატნეიტრალური და ჭკვიანი ქალაქი 2030 წლამდე;

• მიწის ხელშეკრულება ევროპისათვის.

სამიზნე აუდიტორია მოიცავს: კომპანიებს, უნივერსიტეტებს, კვლევით და ტექნოლოგიურ ორგანიზაციებს, საჯარო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვას.

ღონისძიება სრულად ონლაინ რეჟიმში ტარდება და უფასოა – თუმცა რეგისტრაცია და პროფილის აქტივაცია სავალდებულოა.

დეტალებისათვის მიჰყევით ბმულს: https://missions-horizon-europe-brokerage-2025.b2match.io/


 

ონლაინ საბროკერო ღონისძიება „ჰორიზონტი ევროპას“ მისიების შესახებ