16აპრილი

CARE4BIO, მე-6 კლასტერის საბროკერო ღონისძიება 27-28 მაისს ვარშავაში

CARE4BIO, მე-6 კლასტერის ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელი, გიწვევთ ვარშავაში ორ ღონისძიებაზე: სრულდღიან საბროკერო შეხვედრაზე 2025 წლის 27 მაისს და ტრენინგზე - 28 მაისს. ღონისძიებების მიზანია, დაგეხმაროთ ძლიერი და კონკურენტუნარიანი კონსორციუმის ჩამოყალიბებაში Horizon Europe-ის მე-6 კლასტერის „საკვები, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და გარემო“ 2025 წლის კონკურსებისათვის.
 

ღონისძიება ფოკუსირებულია შემდეგ თემატიკებზე:

• ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისები;

• სამართლიანი, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა კვების სისტემები პირველადი წარმოებიდან მოხმარებამდე;

• წრიული ეკონომიკისა და ბიოეკონომიკის სექტორები;

• სუფთა გარემო და ნულოვანი დაბინძურება;

• მიწა, ოკეანე და წყალი კლიმატის მოქმედებისთვის;

• მდგრადი, ინკლუზიური, ჯანსაღი და მწვანე სოფლის, სანაპირო და ურბანული თემები;

• ინოვაციური მმართველობა, გარემოსდაცვითი დაკვირვებები და ციფრული გადაწყვეტილებები მწვანე შეთანხმების მხარდასაჭერად.
 

საბროკერო ღონისძიებაში მონაწილეობა მე-6 კლასტერის კონკურსებით დაინტერესებულ ყველა მხარეს შეუძლია: უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებს, კერძო კომპანიებს (მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესებსა და დიდ კომპანიებს), მუნიციპალიტეტებს, ასოციაციებს/ფედერაციებს, სახელმწიფო ორგანოებს/სამთავრობო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კლასტერებს, ჰაბებს, კვლევისა და განვითარების აქტივობებით დაინტერესებულ მხარეებს.

ღონისძიების პროგრამა თქვენი პროექტის იდეების 5-წუთიანი პრეზენტაციებით წარდგენის საშუალებასაც გაძლევთ.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის ეწვიეთ: https://www.b2match.com/e/care4bio-2025

მონაწილეობა უფასოა, თუმცა რეგისტრაცია სავალდებულოა. რეგისტრაცია დასრულდება 2025 წლის 21 მაისს ან უფრო ადრე, იმ შემთხვევაში, თუ მიიღწევა მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა.

ტრენინგზე დასასწრებად, დარეგისტრირდით ბმულზე:
https://horizoneuropencpportal.eu/stage/how-approach-cluster-6-funding-opportunities-site-warsaw

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 18 მაისი.

CARE4BIO, მე-6 კლასტერის საბროკერო ღონისძიება 27-28 მაისს ვარშავაში