23მაისი

საერთაშირისო დაფინანსების შესაძლებლობები

2025 წლის 23 მაისს, ,,ჰორიზონტი ევროპას'' ეროვნულმა ოფისმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაში, საერთაშორისო დაფინანსების შესაძლებლობების, პროგრამებისა და საგრანტო კონკურსების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო თანამშრომლობითა და კვლევების დაფინანსებით დაინტერესებული პროფესორები და სტუდენტები.ღონისძიება გახსნეს სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსმა, გიორგი მიქიაშვილმა და „ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლუკა ქემოკლიძემ.

 შეხვედრის განმავლობაში, ლუკა ქემოკლიძემ აუდიტორიას „ჰორიზონტი ევროპაში“ მონაწილეობის მიღების გზები, პარტნიორობები და დაფინანსების საშუალებები გააცნო.

 ანა ტყემალაძემ, ,,ჰორიზონტი ევროპას'' საგრანტო ოფისის კოორდინატორმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ისაუბრა „ჰორიზონტი ევროპას“ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობებსა და საკონსულტაციო რესურსებზე.

 

საინფორმაციო ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და გრანტების პროექტების ოფისის მიერ.

საერთაშირისო დაფინანსების შესაძლებლობები