23მაისი

საინფორმაციო დღე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში

2025 წლის 23 მაისს ,,ჰორიზონტი ევროპას'' საქართველოს ეროვნულმა ოფისმა გამართა საინფორმაციო შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, რომელსაც საერთაშორისო დაფინანსების შესაძლებლობებით, ჰორიზონტი ევროპას პროგრამებითა და საგრანტო კონკურსებით დაინტერესებული პროფესორები და დოქტორანტები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გახსნეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა ოჩიგავამ და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა.

შეხვედრის განმავლობაში „ჰორიზონტი ევროპა“-ს ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს პროგრამის ფარგლებში არსებული სხვადასხვა მიმართულება და 2025 წლის კონკურსების შესაძლებლობები.

ეკატერინე სანაიამ ისაუბრა ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) მიერ შემოთავაზებულ დაფინანსების შესაძლებლობებზე.

ანა გოლეთიანმა წარადგინა ინფორმაცია სვეტში „ინოვაციური ევროპა“ 2025 წლის დაგეგმილი კონკურსების შესახებ.

ნიკოლოზ ვაჩაძემ მიმოიხილა ჯანმრთელობის მიმართულებით გამოცხადებული აქტუალური კონკურსები.

 მაკა ჟორჟოლიანმა ისაუბრა შემდეგ თემებზე: კლიმატი, ენერგია და მობილობა, სურსათი, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და გარემო – (მე-5 და მე-6 კლასტერები).

 ნინო როდონაიამ განიხილა გაფართოების ჰორიზონტალური სვეტი (Widening Participation), მათ შორის Hop-On მექანიზმი და ERA-ს კონკურსები.

საინფორმაციო დღე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში