04ივნისი
შეხვედრა დოქტორანტებთან და ახალგაზრდა მეცნიერებთან ილიას უნივერსიტეტში
2025 წლის 4 ივნისს, ,,ჰორიზონტი ევროპას'' საქართველოს ეროვნულმა ოფისმა გამართა საინფორმაციო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც საერთაშორისო დაფინანსების შესაძლებლობებით, ჰორიზონტი ევროპას პროგრამებითა და საგრანტო კონკურსებით დაინტერესებული პროფესორები და დოქტორანტები დაესწრნენ.
შეხვედრაზე განხილული იყო 2025 წელს გამოცხადებული კონკურსები და საქართველოს ჩართვის შესაძლებლობები ERS-ევროპული კვლევების საბჭოს, MSCA-სა და COST-ის მიმართულებით.
