13ივნისი

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2025 წლის 13 ივნისს, ,,ჰორიზონტი ევროპას'' ეროვნულმა ოფისმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ღონისძიება გახსნეს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ლევან ხეცურიანმა და პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა. მოდერატორი და ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ქალბატონი ნინო ფარსადანიშვილი.

შეხვედრის განმავლობაში, ნინო როდონაიამ, ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, Widening-ისა და ევროპული კვლევითი სივრცის გაძლიერების შესახებ, Widening-ისა და Hop-on-ის მიმართულებით გამოცხადებული კონკურსები განიხილა. ეკატერინე სანაიამ, ევროპის კვლევების საბჭოს ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) დაფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრა. თეონა მაისურაძემ MSCA-ს მიმართულებით დოქტორანტების, პოსტდოკებისა და ახალგაზრდა მეცნიერების კონკურსებში ჩართულობის შესაძლებლობები გააცნო საზოგადოებას.

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში