13ოქტომბერი
„ჰორიზონტი ევროპას“ პროგრამების წარდგენა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში
13 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა (GIU) უმასპინძლა „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრას.
მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას მიმართეს: „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ელი ელისაშვილმა. „ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნულმა საკონტაქტო პირმა - თამარ ბერბერაშვილმა აკადემიურ პერსონალს გაუზიარა უნივერსიტეტისათვის საინტერესო მიმართულებებით არსებული შესაძლებლობები.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს ლექტორების ჩართულობას საერთაშორისო კვლევით პროგრამებში და ქმნის ხელსაყრელ გარემოს საგრანტო იდეების რეალიზებისთვის!
