19ნოემბერი

„ჰორიზონტი ევროპას“ პროგრამების წარდგენა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

19 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა.  შეხვედრა მიზნად ისახავდა ეროვნული კვლევითი და აკადემიური საზოგადოებისათვის პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებისა და კონკურენტული საგრანტო შესაძლებლობების გაცნობას.

„ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა - მაკა ჟორჟოლიანმა და ნინო როდონაიამ - აუდიტორიას გააცნეს თემატური მიმართულებები და შესაბამისი საგრანტო შესაძლებლობები.

მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს კონკრეტულ პროექტებს და თანამშრომლობის ფორმატებს, რომლებიც აქტუალურია აგრარული მეცნიერებების, ბიოტექნოლოგიებისა და სხვა დაკავშირებული სფეროებისთვის.

„ჰორიზონტი ევროპას“  პროგრამების წარდგენა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში