20ნოემბერი

„ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრა დოქტორანტებისთვის თავისუფალ უნივერსიტეტში

20 ნოემბერს თავისუფალ უნივერსიტეტში შედგა „ჰორიზონტი ევროპა საინფორმაციო შეხვედრა დოქტორანტებისთვის, რომელსაც მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ეროვნული საკონტაქტო პირი –  თეონა მაისურაძე უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა, თუ სად არის განთავსებული მარია სკლადოვსკა-კიურის საგრანტო შესაძლებლობები ჰორიზონტი ევროპის პროგრამაში და როგორ შეუძლიათ ახალგაზრდა მკვლევრებს  შესაბამის კონკურსებზე წვდომა.

თეონა მაისურაძემ დეტალურად წარადგინა მარია სკლადოვსკა-კიურის ხუთი ძირითადი მიმართულება, მათ შორის არსებული განსხვავებები, მიზნები და მოთხოვნები, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დოქტორანტებისთვის ხელმისაწვდომ საგრანტო შესაძლებლობებს, მათ შორის დაფინანსების ფორმებსა და მონაწილეობის ძირითად წინაპირობებს.

შეხვედრა ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა დასმულიყო პრაქტიკული კითხვები და განეხილათ შესაძლებელი იდეები გრანტების კონკურსებში მონაწილეობისთვის. დისტანციურად ესწრებოდნენ ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ სწავლობენ.

„ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრა დოქტორანტებისთვის თავისუფალ უნივერსიტეტში