„ჰორიზონტი ევროპა" განაცხადების წერის ბანაკი საქართველოში
„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი 2026 წლის 2-3-4 თებერვალს გიწვევთ სამდღიან განაცხადის წერის ბანაკში.
განაცხადის წერის ბანაკის ფარგლებში მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ საერთაშორისო ექსპერტები. განაცხადის წერის ბანაკი ორიენტირებული იქნება მეორე სვეტის კოლაბორაციულ კვლევით პროექტებზე, თუმცა დაფარავს ფონდის სხვა მიმართულებებსაც, მაგალითად, როგორიცაა მარია სკლადოვსკა-კიური (MSCA).
ბანაკის ფარგლებში ექსპერტების მიერ შეთავაზებული იქნება ინდივიდუალური კონსულტაციები, რომელიც მორგებული იქნება იმ მკვლევრებსა და ინოვატორებზე, რომლებიც ემზადებიან კონკრეტული განაცხადებისთვის "ჰორიზონტი ევროპაში" (მაგალითად: ქოლების გაშიფვრა, კონსორციუმის შექმნა, გამოცდილების გაზიარება, ბიუჯეტირება და სხვა).
მონაწილეობა შეზღუდულია და მონაწილეები შეირჩევიან რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ტრენინგი განკუთვნილია როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ინოვაციური დაინტერესებული მხარეებისთვისა და ეროვნული საკონტაქტო პირებისთვის.
სამუშაო ენა: ინგლისური
სარეგისტრაციო ბმული: https://horizoneurope-georgia.service-facility.eu/…/registr…
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: horizoneurope@mes.gov.ge






