23ნოემბერი
„ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში
28 ნოემბერს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრა გახსნა ჰორიზონტი ევროპას ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა, რომელმაც აუდიტორიას გააცნო პროგრამის მიზნები და აქტივობები. ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა წარადგინეს დეტალური ინფორმაცია პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე:
ნინო როდონაია - #WIDERA სამუშაო პროგრამის (Widening Participation and Strengthening the European Research Area) დაფინანსების შესაძლებლობები.
ნიკოლოზ ვაჩაძე - ჯანდაცვის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები.
შეხვედრა ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა დაესვათ პრაქტიკული კითხვები და გაეცვალათ იდეები.






