05დეკემბერი
"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
5 დეკემბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მარია-სკლოდოვსკა კიურის აქტივობების (MSCA) ფარგლებში გამარჯვებული დოქტორანტებისათვის. აღნიშნულ პროექტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობდა.
საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ "ჰორიზონტი ევროპას" ეროვნული საკონტაქტო პირები: ანა გოლეთიანი, მაკა ჟორჟოლიანი, შორენა ბერიძე და საგრანტო ოფისის კოორდინატორი ნიკა ვაჩაძე.






