10დეკემბერი

საშუამავლო ღონისძიება: CARE4BIO

2025 წლის 9-10 დეკემბერს, ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში, ჩატარდა საშუამავლო ღონისძიება სახელწოდებით: - CARE4BIO

საშუამავლო ღონისძიებაზე დასასწრებად სამოგზაურო გრანტი NCP_WIDERA.NET პროექტის ფარგლებში, გასცა „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნულმა ოფისმა.

ეს ღონისძიება შესანიშნავი საშუალებაა მათთვის, ვინც დაინტერესებულია საკუთარი იდეების პრეზენტაციით, რომლებიც დაკავშირებულია მე-2 სვეტის მე-6 კლასტერის თემებთან, ახალი პროექტის ინიცირებასა და კონსორციუმის შექმნით. საქართველოდან წარგზავნილ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ უცხოელ კოლეგებს სწორედ კონსორციუმის შექმნის მიზნით.

საქართველოდან კონკურსის გზით შეირჩა და წარგზავნილ იქნენ შემდეგი კანდიდატები:

გიორგი მიქიაშვილი - ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

დავით ფარცვანია - კომპანია ევრისთეფის დამფუძნებელი;

თეა მურვანიძე - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

საშუამავლო ღონისძიება:  CARE4BIO