20თებერვალი
Successful R&I in Europe 2026 – 13th European Networking Event - ნათია მეფარიშვილი
19-20 თებერვალს, დუსელდორფი (გერმანია) გამართულ საშუამავლო ღონისძიებაში Successful R&I in Europe 2026 – 13th European Networking Event - მონაწილეობა მიიღო ალტე უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა, ნათია მეფარიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში 20 თებერვალს წარადგინა მოხსენება: ქალები შემოქმედებით ინდუსტრიებში: ბარიერების დაძლევა და ციფრული ტრანსფორმაცია – „ეგო წარსულიდან“. პროექტის კონცეფცია მიმართულია კულტურულ და შემოქმედებით სექტორებში არსებული სტრუქტურული უთანასწორობების სისტემურ გაანალიზებასა და შემცირებაზე.
ღონისძიების ფარგლებში კვლევით ორგანიზაციებთან და ტექნოლოგიური განვითარების ჰაბებთან შედგა შეხვედრები, და მხარეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობა და კოლაბორაცია ჰორაიზონის პროგრამის ფორმატში.






