31მარტი
"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
31 მარტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო დღე გაიმართა. შეხვედრის მიზანს აკადემიური და კვლევითი საზოგადოებისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო მე-2 კლასტერს: კულტურა, კრეატიულობა და ინკლუზიური საზოგადოება.
მეორე კლასტერის ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, თამარ ბერბერაშვილმა, დეტალურად ისაუბრა კლასტერის მიმართულებებსა და გამოცხადებულ საკონკურსო თემებზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები საპროექტო განაცხადების მომზადებასა და იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც აუცილებელია წარმატებული მონაწილეობისთვის. ასევე, ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.






