01ივნისი

საშუამავლო ღონისძიებაში: „From Ideas to Impact: Emerging Health Technologies in Action“ - ლაშა ხმალაძე

NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტის ფარგლებში, რომელსაც გასცემს „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და კლინიკა ,,კონსილიუმ მედულა"-ს კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაშა ხმალაძე მონაწილეობას იღებს 1-2 ივნისს, ევროკავშირის კიბოს მისიისა (EU Mission on Cancer) და ინოვაციური ჯანდაცვის ინიციატივის (IHI) პრიორიტეტების ფარგლებში, ბრიუსელში გამართულ მასშტაბურ საშუამავლო ღონისძიებაში: „From Ideas to Impact: Emerging Health Technologies in Action“.

ღონისძიება მიზნად ისახავს ჯანდაცვის ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ბიოტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში საერთაშორისო პარტნიორობების ჩამოყალიბებას.

ლაშა ხმალაძემ საერთაშორისო აუდიტორიასა და წამყვან ევროპელ ექსპერტებს კლინიკა „კონსილიუმ მედულა“-ს და ,,საქართველოს უნივერსიტეტი“-ს ერთობლივი კვლევით ინიციატივა გააცნო, რომელიც მიმართულია Horizon Europe-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში საერთაშორისო კონსორციუმის ჩამოყალიბებისკენ. პროექტის ძირითადი ფოკუსია იმუნოთერაპიის ოპტიმიზაცია ონკოლოგიურ პაციენტებში, ბიომარკერებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით.

საშუამავლო ღონისძიებაში: „From Ideas to Impact: Emerging Health Technologies in Action“ - ლაშა ხმალაძე