02ივნისი

საშუამავლო ღონისძიება - Net4Society Matchmaking Event for 2026 Cluster 2 calls - რუსუდან წიკლაური

NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტის ფარგლებში, რომელსაც გასცემს „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის, ჯიუ-ს კვლევების ხელშეწყობის ცენტრის უფროსმა, ასისტენტ-პროფესორმა რუსუდან წიკლაურმა 1–2 ივნისს მონაწილეობა მიიღო პარიზში, INALCO-ში გამართულ საერთაშორისო საშუამავლო ღონისძიებაში – Horizon Europe Net4Society Matchmaking On-site Event for 2026 Cluster 2 calls.

ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ახალი პროფესიული კავშირების დამყარებისა და საერთაშორისო პარტნიორობების ქსელის გაფართოებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან გერმანიიდან, კვიპროსიდან, ლიტვიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, ლუქსემბურგიდან, ესპანეთიდან, ფინეთიდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან.

უნივერსიტეტი გეგმავს მიღებული კონტაქტების გამოყენებას სამომავლო შესაძლებლობებისა და აქტივობების განვითარებისთვის, მათ შორის ჰორაიზონტის ფარგლებში კონსორციუმების გაწევრიანებისა და საერთაშორისო კვლევით პროექტებში აქტიური ჩართულობის მიზნით.

საშუამავლო ღონისძიება - Net4Society Matchmaking Event for 2026 Cluster 2 calls - რუსუდან წიკლაური