09ივნისი

New European Bauhaus Festival-2026 - ანა გოლეთიანი

„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ახალი ევროპული ბაუჰაუსის (NEB) ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, ანა გოლეთიანმა, მონაწილეობა მიიღო 2026 წლის 9–10 ივნისს ბელგიის სამეფოს ქ. ბრიუსელში, ხელოვნებისა დ ისტორიის მუზეუმში გამართულ საფლაგმანო ღონისძიებაში -”New European Bauhaus Festival-2026”.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა პროექტის „ახალი ევროპული ბაუჰაუსი ყველასთვის“ (NEB4All) გენერალური ასამბლეა, რომელსაც ესწრებოდნენ კონსორციუმში შემავალი 27 პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ფინეთის არქიტექტურული კომპანიის ”Archinfo” გუნდთან ერთად, ფესტივალის პროგრამაში, ანა გოლეთიანმა უხელმძღვანელა საერთაშორისო ვორქშოფსა და პანელურ დისკუსიას თემაზე „ახალი ევროპული ბაუჰაუსის ეროვნული საკონტაქტო პირების საქმიანობა: გამოწვევები, პრაქტიკა და სამომავლო პერსპექტივები“, რომელშიც მონაწილეობდნენ ეროვნული საკონტაქტო პირები, ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე განხილულ იქნა ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელის როლი, საუკეთესო პრაქტიკა და თანამშრომლობის მექანიზმები ახალი ევროპული ბაუჰაუსის ინიციატივის შემდგომი განვითარების კუთხით. ღონისძიებამ მონაწილეთა მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც შინაარსობრივი ხარისხის, ასევე ორგანიზებისა და დისკუსიის ეფექტიანი ფორმატის გამო.

პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის – Forschungszentrum Jülich და ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის (JRC) წარმომადგენლებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს აქტიური ჩართულობა პროექტში “NEB4All”, ასევე მენტორობისა და პარტნიორობის მიმართულებით განხორციელებული ლიდერული როლი. საქართველოს მონაწილეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტის შედეგების მიღწევასა და თანამშრომლობის გაძლიერებაში ახალი ევროპული ბაუჰაუსის საერთაშორისო საზოგადოებაში.

New European Bauhaus Festival-2026 - ანა გოლეთიანი