24ივნისი

AI ხელსაწყოების გამოყენება კვლევასა და საგრანტო განაცხადის მომზადებისას

ჰორიზონტი ევროპასაქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, ხელოვნური ინტელექტის სამდღიანი ტრენინგი საგრანტო პროექტების წერაში - AI Bootcamp for Proposal Writing: AI Tools for Grant Preparation, Proposal Writing and Research Communication - დასრულდა!

სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ, როგორ შეიძლება AI ხელსაწყოების ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი გამოყენება კვლევისა და საგრანტო განაცხადის მომზადების სხვადასხვა ეტაპზე.

ტრენინგი განკუთვნილი იყო ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო კვლევითი პროექტებისა და საგრანტო განაცხადების, მათ შორისჰორიზონტი ევროპასგანაცხადების, მომზადებაში ან მხარდაჭერაში.

ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი ავი სტეიმანი, Academic Language Experts-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტრენინგი 22, 23 და 24 ივნისს ჩატარდა.

ჰორიზონტი ევროპასაქართველოს ეროვნული ოფისი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს ჩართულობისა და აქტიურობისთვის.

AI ხელსაწყოების გამოყენება კვლევასა და საგრანტო განაცხადის მომზადებისას