ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრი (JRC) მეცნიერებისთვისა და მკვლევრებისთვის მნიშვნელოვან კონკურსს აცხადებს
თუ მუშაობთ აკადემიურ/კვლევით ორგანიზაციაში, მცირე საწარმოში, საჯარო ან კერძო სექტორში და გსურთ კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით გაიღრმავოთ ცოდნა და კომპეტენცია, გამოიყენეთ ეს უნიკალური შემოთავაზება.
კვლევითი ინფრასტრუქტურების კონკურსში მონაწილეობა დაგეხმარებათ შემდგომში მოიპოვოთ ჰორიზონტი ევროპას გრანტი JRC მიმართულებით.
კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს:
✅ქიმია;
✅ბიომეცნიერებები;
✅ფიზიკური მეცნიერებები;
✅ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT).
🔗დეტალური ინფორმაციისთვის ისარგებლეთ ვებ. გვერდით
JRC კონკურსის დახმარებით თქვენ შეძლებთ მიიღოთ მონაწილეობა ტრენინგში და განავითაროთ თქვენი უნარები სამ ძირითად ლაბორატორიაში:
✅ Hopkinson Bar Facility (ELSA-HopLab) - სადაც შეისწავლით ისეთ მასალებსა და სტრქუტურულ კონპონენტებს, როგორიცაა დარტყმა და აფეთქება. Ჰოპკინსონის ლაბორატორია იძლევა საშუალებას შეისწავლოთ და დააკვირდეთ მასალების ქცევას დეფორმაციის მაღალი სიჩქარის პირობებში.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 დღე.
განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი: 31 მარტი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://joint-research-centre.ec.europa.eu/calls-proposals/2023-1-tcb-elsa-hoplab_en
✅ Reaction Wall Facility (ELSA Reaction Wall) - ლაბორატორიაში შეძლებთ რეალური ზომის ნიმუშების სტრუქტურის საიმედოობის შეფასებას მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი/ხელოვნული საფრთხეების წინაღმდეგ.
ტრენინგის ხანგრძლივობა 4 დღე (2 დღე ონლაინ).
განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი: 31 მარტი, 2023.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://joint-research-centre.ec.europa.eu/calls-proposals/2023-1-tcb-elsa-reactionwall_en
✅ ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორია (JRC Nanobiotechnology Laboratory) - მულტიდისციპლინური კვლევების ჩასატარებლად აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით. ფოკუსირებულია ნანომასალების, ნანომედიცინის, მოწინავე მასალების და მიკრო(ნანო)პლასტმასის დახასიათებაზე.
ლაბორატორიაში ჩატარდება ტრენინგები სადაც:
✅ შეისწავლით და დააკვირდებით ადამიანის ორგანიზმზე მოქმედი მიკრო-ნანოპლასტიკების აღმოჩენასა და მის მახასიათებლებს;
✅ გამოიკვლევთ რთულ მატრიცებში (მაგ. საკვები) ნანომასალების აღმოჩენასა და მათ ზემოქმედებას ბიოლოგიურ სისტემებზე;
✅ გაეცნობით ნანოტექნოლოგიასა და ბიოტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჯანმრთელობის პროდუქტების დახასიათების მექანიზმებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა 5 დღე.
განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი: 30 აპრილი
🔗 დეტალურ ინფორმაციას იხილავთ ბმულზე:
https://joint-research-centre.ec.europa.eu/calls-proposals/2023-1-tcb-nanobiotech_en