ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის‘‘ მიმდინარეობს.
კვირეულის ფარგლებში კონფერენცია სახელწოდებით - „ფოკუსი ჰორიზონტი ევროპაზე‘‘ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მკვლევრები,
წარმოდგენილი იყო ორიზონტი ევროპას ეროვნული ოფისის ანგარიში. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, მეცნიერების სფეროში არსებული გამოწვევები და დასახეს პერსპექტივები საერთაშორისო თანამშრომლობისა და კვლევების ინტერაციონალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით.ახალგაზრდა.
"ჰორიზონტი ევროპას" პროექტებში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თავიანთი წარმატების ისტორიები.
მეცნიერთა კვირეული ჩატარდება ყოველწლიურად, რაც ხელს შეუწყობს ქართველ მკვლევართა პოპულარიზაციას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარებასა და სტუდენტთა მეცნიერებით დაინტერესებას.