01ოქტომბერი

ევროპული კვლევების საბჭოს კონსოლიდატორ გრანტი

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) კონსოლიდატორ (Consolidator) Grant შესანიშნავი შესაძლებლობაა იმ მეცნიერთათვის, რომლებიც ცდილობენ შექმნან ან გააძლიერონ თავიანთი დამოუკიდებელი კვლევითი გუნდები ევროპაში, ხელი შეუწყონ ინოვაციას და კარიერულ განვითარებას უახლესი კვლევების სფეროში. აღნიშნული გრანტის მიღება შეუძლიათ მათაც, ვინც ახლახან ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი კვლევითი გუნდი და სურს, რომ გააძლიეროს იგი.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?


მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ეროვნების მკვლევარს, რომელსაც სადოქტორო პროგრამის დასრულებიდან 7-12 წლიანი ძლიერი სამეცნიერო გამოცდილება და ბრწყინვალე კვლევითი წინადადება აქვს.


საპროექტო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 14 იანვარი.

დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ erc საკონტატო პირს საქართველოში - ეკა სანაიას.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://erc.europa.eu/apply-grant/consolidator-grant

ევროპული კვლევების საბჭოს კონსოლიდატორ გრანტი