,,ჰორიზონტი ევროპა'' 27 სექტემბრის სამეცნიერო ფესტივალზე თელავში
27 სექტემბერს, ,,ჰორიზონტი ევროპა’’, ქალაქ თელავში, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში ორგანიზებულ სამეცნიერო ფესტივალს შეუერთდა.
ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოტენციალის წარმოჩენა, საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში მეცნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიებაზე პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით არსებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები იყო წარმოდგენილი; აგრეთვე, მოეწყო სახალისო საგანმანათლებლო-კვლევითი ექსპერიმენტები და სახალისო აქტივობები.
აღნიშნული ღონისძიება სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.