კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების ეროვნული დირექტორატის კონფერენციები კვლევისა და ინოვაციების შესახებ
ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში, კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების ეროვნული დირექტორატი, ევროკომისიის მხარდაჭერით, კვლევისა და ინოვაციების შესახებ სამი მაღალი დონის კონფერენციას აწყობს.
მონაწილეობა უფასოა, რეგისტრაცია ღიაა! სამივე კონფერენცია სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან დაკავშირებულ თემებს განიხილავს.
კონფერენცია: „Week of Innovative Regions in Europe (WIRE)“
თარიღი: 2024 წლის 13-14 ნოემბერი.
ჩატარების ადგილი: მოჰოლი-ნაგის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი.
გთხოვთ, რეგისტრაციისათვის გადახვიდეთ ბმულზე: wire2024.nkfih.gov.hu
კონფერენცია: „Skills Development for Smart Specialization conference“
თარიღი: 2024 წლის 2-3 დეკემბერი.
ჩატარების ადგილი: ლუდოვიკას საჯარო სამსახურის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი.
გთხოვთ, რეგისტრაციისათვის გადახვიდეთ ბმულზე: S3conference.nkfih.gov.hu
კონფერენცია: „Towards a Strengthened European Cooperation in Brain Health Research“
ტვინის ჯანმრთელობის კვლევებში ევროპული თანამშრომლობის გაძლიერებისკენ
თარიღი: 2024 წლის 9-10 დეკემბერი.
ჩატარების ადგილი: სემელვეისის უნივერსიტეტი, ძირითადი სამედიცინო სამეცნიერო ცენტრი, ბუდაპეშტი.
გთხოვთ, რეგისტრაციისათვის გადახვიდეთ ბმულზე: brainhealth.nkfih.gov.hu