07ნოემბერი

,,ჰორიზონტი ევროპას'' საინფორმაციო შეხვედრა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში

2024 წლის 7 ნოემბერს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნულმა ოფისმა პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა გახსნა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პრორექტორმა საერთაშორისო მიმართულებით, ბატონმა არჩილ ყანჩაველმა. შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა. მან ისაუბრა პროგრამის მიზნებსა და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, ქალბატონმა თამარ ბერბერაშვილმა, წარმოადგინა სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების (SSH) როლი „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამაში და აუდიტორიას ამ მიმართულებით 2025 წლის კონკურსების გეგმები გააცნო. შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომელშიც მონაწილეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

,,ჰორიზონტი ევროპას'' საინფორმაციო შეხვედრა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში