AI ტრენინგი კვლევის მენეჯერებისთვის
26-28 ნოემბერს „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება "AI ტრენინგი კვლევის მენეჯერებისთვის“ (AI Bootcamp for Research Managers).
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს გადასცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები საპროექტო განაცხადების მომზადების ყველა ეტაპზე.
ტრენინგს გაუძღვება ისრაელელი ექსპერტი ევი სტეიმენი, გამოცდილი ტრენერი, რომელიც, ამ მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ევროკავშირის ინსტიტუციებთან.
ინტერაქტიული მიდგომა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, პრაქტიკული სწავლების პროცესში აითვისონ AI პლატფორმების გამოყენება კვლევითი თუ სხვა სახის პროექტებისთვის.
ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში.
ონლაინ დასწრებისთვის გამოიყენეთ ბმული: https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ameeting_NGY2OTAzMWMtODE0Mi00NGQ2LTk0ZWMtODZlNDUxYTBmOTNh%40thread.v2/0?context=%7b%22Tid%22%3a%2261d2e93c-423d-43b4-8f23-1580c2341952%22%2c%22Oid%22%3a%220f543642-21fb-4676-8c23-50454d526c5d%22%7d
ღონისძიებაზე ფიზიკურად დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაცია 24 ნოემბრამდე ონლაინ ფორმის შევსებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფიზიკურ დამსწრეთა შერჩევა განხორციელდება მათ მიერ ფორმაში აღწერილი მოტივაციის საფუძველზე.
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/42o3WupHP7aGnJ6f7
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
551124040