NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტი Successful R & I in Europe 2025-ის საშუამავლო ღონისძიებაზე დასასწრებად
მიიღეთ NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტები ‘‘ჰორიზონტი ევროპას‘‘ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად, რომელსაც გთავაზობთ “ჰორიზონტი ევროპას” საქართველოს ეროვნული ოფისი. სამოგზაურო გრანტის ოდენობაა 1000 ევრომდე (ლარის ეკვივალენტში).
საშუამავლო ღონისძიება: Successful R & I in Europe 2025 - მე-12 ევროპული ნეთვორქინგ ღონისძიება
კონფერენცია იწვევს მკვლევრებსა და მეწარმეებს ნორდრაინ-ვესტფალიიდან და ევროპის ყველა სხვა რეგიონიდან ,,ჰორიზონტი ევროპას'' პროექტებისთვის კვლევისა და ინოვაციის (R&I) პარტნიორების მოსაძებნად.
მონაწილეებს შეუძლიათ მცირე პრეზენტაციების (იდეების ან/და შედეგების) წარდგენა, რომლებიც ფოკუსირებული იქნებიან ,,ჰორიზონტი ევროპას'' კონკურსებზე, რომელთათვისაც 2027 წლამდე დაახლოებით 95,5 მილიარდი ევროს ბიუჯეტია ხელმისაწვდომი.
თარიღი: 2025 წლის 6 - 7 მარტი
ადგილი: Van der Valk Airporthotel, დიუსელდორფი, გერმანია
ენა: ინგლისური
ნეთვორქინგ ღონისძიება სტრუქტურირებულია პარალელურ სემინარებში, რომლებიც ფოკუსირებულია რვა თემაზე:
კლასტერი 1: ჯანმრთელობა
კლასტერი 2: კრეატიული ინდუსტრიები
კლასტერი 4: ციფრული ტექნოლოგიები
კლასტერი 4: სამრეწველო ტექნოლოგიები
კლასტერი 5: ენერგია
კლასტერი 5: მობილობა
კლასტერი 6: საკვები, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და გარემო
ინოვაციური შესყიდვები (PCP/PPI)
ღონისძიება ეხება როგორც უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს, ასევე კომპანიებს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოებს. მონაწილეებს შეუძლიათ, ჩაერთონ მკვლევრების, მეწარმეებისა და მულტიპლიკატორების დამკვიდრებულ და ახალ ტექნოლოგიურ ქსელებში, რომლებიც ,,ჰორიზონტ ევროპასთანაა'' დაკავშირებული.
კონფერენციის ღირებულება: 150 ევრო (120 ევრო დღეში) ერთ ადამიანზე დღგ-ის ჩათვლით. ინვოისები გაიგზავნება 2025 წლის თებერვალში, ღონისძიებამდე.
მომხსენებლებისთვის 1-დან 4-მდე სესიებში მონაწილეობა უფასოა.
ორგანიზატორი არ ფარავს მგზავრობის, სასტუმროს ან სხვა ხარჯებს. კონფერენციის საფასური მოიცავს ვახშამს 6 მარტს, ლანჩს 7 მარტს, სასმელს შესვენების დროსა და აეროპორტიდან ღონისძიების ჩატარების ადგილამდე ტრანსპორტირებას (შეთანხმებისამებრ).
დარეგისტრირების შემთხვევაში, ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, რომ მოითხოვოს მონაწილეობის საფასურის გადახდა, თუ დელეგატი არ გააუქმებს დასწრებას 2025 წლის 28 თებერვლამდე შემდეგ ელ.ფოსტაზე წერილის გაგზავნით successful@zenit.de
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 28 თებერვალი
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 19 იანვარი
გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე:
https://express.converia.de/frontend/index.php?sub=1666
სრული ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს:
https://horizont.zenit.de/en/events/successful2025/
მოცემულ ბმულზე სამოგზაურო დაფინანსებაზე განაცხადის გაკეთების წესების ნახვა შეგიძლიათ. გადადით საქართველოს გვერდზე:
https://www.ncpwideranet.eu/travel-grants/