26მარტი
საქართველოს წარმომადგენლები Successful R & I in Europe 2025 - მე-12 ევროპულ ნეთვორქინგ ღონისძიებაზე
2025 წლის 6-7 მარტს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა Successful R & I in Europe 2025 - მე-12 ევროპული ნეთვორქინგ ღონისძიება, რომელზე დასასწრებად, სამოგზაურო გრანტი, NCP_WIDERA.NET პროექტის ფარგლებში, ,,ჰორიზონტი ევროპას'' ეროვნულმა ოფისმა გასცა.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ოთხი წარმომადგენელი გაემგზავრა.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბელა გოდერძიშვილი;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატალია ჭანტურია;
- ალტე უნივერსიტეტის ლექტორი ანანია დევსურაშვილი;
- საჩხერეს რეგიონული ჰოსპიტალიდან მირანდა ჯანხოთელი.
მონაწილეები დაესწრნენ თემატურ კონფერენციას; შეხვდნენ პოტენციური კონსორციუმის წევრებსა და უცხოელ კოლეგებს სამომავლო პროექტის იდეებზე სასაუბროდ.
