13ოქტომბერი

„ჰორიზონტი ევროპას“ პროგრამების წარდგენა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში

13 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა (GIU) უმასპინძლა  „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრას.

მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას მიმართეს: „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ელი ელისაშვილმა. „ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნულმა საკონტაქტო პირმა - თამარ ბერბერაშვილმა აკადემიურ პერსონალს გაუზიარა უნივერსიტეტისათვის საინტერესო მიმართულებებით არსებული შესაძლებლობები.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს ლექტორების ჩართულობას საერთაშორისო კვლევით პროგრამებში და ქმნის ხელსაყრელ გარემოს საგრანტო იდეების რეალიზებისთვის!

„ჰორიზონტი ევროპას“ პროგრამების წარდგენა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში