05მარტი

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრას უძღვებოდნენ ეროვნული საკონტაქტო პირები (NCP) – ნინო როდონაია, შორენა ბერიძე და თეონა მაისურაძე, რომლებმაც აუდიტორიას გააცნეს „ჰორიზონტი ევროპას“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობები, მიმდინარე კონკურსები და მონაწილეობის ძირითადი მექანიზმები.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმო WIDERA-ს 2026 წლის კონკურსებს. ეს მიმართულება ემსახურება მონაწილეობის გაფართოებასა(Widening) და ევროპული კვლევითი სივრცის (ERA) გაძლიერებას ევროპული კვლევისა და ინოვაციების სისტემის რეფორმირებისა და სრულყოფის გზით.

განხილულ იქნა, დაფინანსების ზოგადი საკითხები, საგრანტო ხელშეკრულებების მოდელები და ბიუჯეტირების შესაბამისი პირობები.

ასევე, მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობები, რაც მოიცავს პოსტსადოქტორო კვლევებს, რომელიც ემსახურება მკვლევარის კვლევითი უნარების განვითარებას, სადოქტორო ქსელებსა და ერთობლივ სადოქტორო პროგრამებს, რომლებიც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრეებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში