04თებერვალი

KETs 2026 EU Brokerage Event - ლილი პეტრიაშვილი

NCP_WIDERA.net-ისა და „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით, 4-5 თებერვალს, ქალაქ კარლსრუეში (გერმანია) გამართულ საშუამავლო ღონისძიებაში KETs 2026 EU Brokerage Event, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა ლილი პეტრიაშვილმა.

საშუამავლო ღონისძიება მიზნად ისახავდა ინდუსტრიის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას.

ღონისძიების ფარგლებში, თემატურ ვორქშოპზე, პროფესორმა ლილი პეტრიაშვილმა წარადგინა ინოვაციური პროექტის კონცეფცია — “ხელოვნური ინტელექტისა და IoT სისტემის გამოყენება სოფლის მეურნეობის მიწისა და გარემოს მდგრადი განვითარების მონიტორინგისთვის”. პროექტი ფოკუსირებულია მიწისა და გარემოს მდგრადი მართვისას ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ნივთების ინტერნეტის (IoT) ტექნოლოგიების გამოყენებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საპილოტე აქტივობები მიზნად ისახავს მოდელის გამოცდას საქართველოში, რის შემდეგაც ის სხვა რეგიონებშიც გავრცელება. პროექტით დაინტერესება გამოხატეს ღონისძიების საერთაშორისო მონაწილეებმა და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობები.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ორმხრივი (B2B) შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან Horizon Europe-ის მომავალ კონკურსებში (Cluster 4 & 6) ერთობლივი მონაწილეობის მიზნით.

KETs 2026 EU Brokerage Event - ლილი პეტრიაშვილი