"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
30 მარტს, 13:00 საათზე , „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით , გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა და კვლევითმა საზოგადოებამ დეტალური ინფორმაცია მიიღო შემდეგ საკითხებზე:
WIDERA-ს 2026 წლის კონკურსები – მომხსენებელი: ნინო როდონაია (მონაწილეობის გაფართოებისა და ევროპული კვლევითი სივრცის ეროვნული საკონტაქტო პირი).
მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA) – პოსტსადოქტორო კვლევები, სადოქტორო ქსელები და ერთობლივი პროგრამები. მომხსენებელი: თეონა მაისურაძე (MSCA-ის ეროვნული საკონტაქტო პირი).
კულტურა, კრეატიულობა და ინკლუზიური საზოგადოება – მომხსენებელი: თამარ ბერბერაშვილი (მეორე კლასტერის ეროვნული საკონტაქტო პირი).
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითზებზე.






