"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
6 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღეს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანს მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის Horizon Europe-ის ფარგლებში არსებული აქტუალური შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა.
„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა დეტალურად განიხილეს შემდეგი მიმართულებები:
მე-5 და მე-6 კლასტერები:
კლიმატი, ენერგია და მობილობა; სურსათი, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და გარემო.
მაკა ჟორჟოლიანმა, დამსწრე საზოგადოებას 2026 წლის კონკურსების დეტალური მიმოხილვა წარუდგინა. პრეზენტაციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მონაწილეობის პირობებსა და მიმდინარე ღია კონკურსებს.
კულტურა, კრეატიულობა და ინკლუზიური საზოგადოება: მეორე კლასტერის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა თამარ ბერბერაშვილმა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრეებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, მათ შორის: საერთაშორისო კონსორციუმებში ჩართვის მექანიზმებზე, პარტნიორების მოძიების სტრატეგიებსა და წარმატებული საპროექტო განაცხადის მომზადების სპეციფიკაზე.






