„ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო დღე კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში
19 მაისს, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღე ჩატარდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის ევროპული დაფინანსების შესაძლებლობების გაცნობა.
ღონისძიება მისალმებითა და გახსნითი სიტყვით გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა, ეკა ეკალაძემ და ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა.
ლევან ხეცურიანმა ისაუბრა პროგრამის — „ჰორიზონტი ევროპა“ —როლსა და მიზნებზე. ასევე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო კონსორციუმის ფორმირების სპეციფიკას და აღნიშნა, თუ რა ტიპის მხარდაჭერასა და დახმარებას სთავაზობს ეროვნული ოფისი ქართველ მკვლევრებს ამ პროცესში.
საინფორმაციო დღის განმავლობაში“ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა აუდიტორიას სხვადასხვა მიმართულების აქტუალური კონკურსები გააცნეს:
ჯანმრთელობის მიმართულება: ნიკა ვაჩაძემ, მიმოიხილა, როგორც 2026 წლის, ასევე 2027 წლის სამომავლო კონკურსები.
ინოვაციური ევროპა: ანა გოლეთიანმა დეტალურად წარმოადგინა 2026 წლის გამოწვევები, დაფინანსების გზები და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების პერსპექტივები.
WIDERA (Widening, ERA): ნინო როდონაიამ დამსწრეებს გააცნო მონაწილეობის გაფართოებისა და ევროპული კვლევითი სივრცის 2026-2027 წლის კონკურსების სპეციფიკა და ძირითადი მოთხოვნები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მკვლევრებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები და პრაქტიკული რეკომენდაციები მიიღეს.






